Abstract

კვლევაში ორგანიზაციული სამართლიანობის (organizational justice) ჭრილში გააანალიზებულია ორი მნიშვნელოვანი ორგანიზაციულ-ფსიქოლოგიური კონსტრუქტის - ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის (psychological ownership) და მნიშვნელობის მქონე სამუშაოს (meaningful work) - ურთიერთმიმართება. ორგანიზაციული სამართლიანობის აღქმები კვლევაში კონცეპტუალიზებულია, როგორც კონტექსტუალური ცვლადი, რომლის დახმარებითაც ვცდილობთ შევაფასოთ გარემოს (სამართლიანი, უსამართლო) გავლენა სამიზნე ცვლადებს შორის არსებულ მიმართებებზე. ამ ცვლადებს შორის არსებული კავშირების კომპლექსური ბუნების უკეთ გასაანალიზებლად კვლევაში შემოტანილია გადაწვა (burnout), როგორც შედეგობრივი ცვლადი. კვლევაში 536 საჯარო მოხელე მონაწილეობდა და ის თვითადმინისტრირებადი კითხვარის გამოყენებით ჩატარდა. კვლევის შედეგები ინტერპრეტირებულია სოციალური გაცვლის თეორიის ჭრილში.
 კვლევამ გამოკვეთა მნიშვნელობის მქონე სამუშაოს როლი ორგანიზაციისადმი ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის განცდის ფორმირებაში - რაც უფრო ღირებულად მიიჩნევენ დასაქმებულები თავიანთ საქმეს, მით უფრო მაღალია ორგანიზაციის მიმართ მესაკუთრეობის განცდა. მნიშვნელობის მქონე სამუშაო შესაძლებლობას აძლევს მათ, დაძლიონ რთული სიტუაციები სამუშაო ადგილზე და გაუმკლავდნენ გამოწვევებს. ორგანიზაციული სამართლიანობა მოდერატორია მნიშვნელობის მქონე სამუშაოსა და ორგანიზაციისადმი ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის კავშირში. განცდა, რომ ღირებულ, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, „აკომპენსირებს“ ორგანიზაციული უსამართლობის აღქმების ნეგატიურ გავლენას ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის განცდის ფორმირებაზე. სამუშაოს მნიშვნელობის სუბიექტურ აღქმასა და გადაწვას შორის კავშირი ნაწილობრივ გაშუალებულია ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის ცვლადით. დასაქმებულის აღქმა, რომ ღირებულ, მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ფსიქოლოგიური მესაკუთრეობის ფორმირებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, ამცირებს გადაწვის რისკს.

Full Text
Paper version not known

Talk to us

Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have

Schedule a call

Disclaimer: All third-party content on this website/platform is and will remain the property of their respective owners and is provided on "as is" basis without any warranties, express or implied. Use of third-party content does not indicate any affiliation, sponsorship with or endorsement by them. Any references to third-party content is to identify the corresponding services and shall be considered fair use under The CopyrightLaw.