Abstract

კოგნიტურ ფსიქოათროპოლოგიურ თეორიულ-კონცეპტუალურ ბაზაზე დაყრდნობით წარმოდგენილია პიროვნებული თვისებების კულტურული მოდელების კვლევა. პიროვნული თვისებები განხილულია კულტურულ პრაქტიკასთან ურთიერთქმედებით ფორმირებულ საზიარო კულტურულ გამოცდილებად, რომელიც ფსიქიკაში რეპრეზენტირებულია კულტურული მოდელების (სქემების) სახით. კვლევა ჩატარდა 25-45 წ.წ. ასაკის ქართულენოვან 50 ადამიანზე ექსპერიმენტული ფსიქოსემანტიკის და ინტერვიუს მეთოდებით. კვლევის მასალად გამოყენებული იქნა 200 ქართული ხალხური იდიომა. კვლევის შედეგად ფორმირებული სემანტიკური სივრცე ასახავს იდიომათა სემანტიკური კავშირების სტრუქტურას, ხოლო ინტერვიუს მეთოდით გამოვლინდა კვლევის მონაწილეების არგუმენტაციები სემანტიკური დაჯგუფებების თაობაზე, რაშიც წამყვანი როლი ენიჭებოდა აფექტურ იმპლიკაციებს (გრძნობებს), პერცეფტულ იმპლიკაციებს (მოსაზრებებს კატეგორიებში გაერთიანებული ელემენტების მსგავსების შესახებ) და კოგნიტურ იმპლიკაციებს (კატეგორიების სახელდებას). ექსპერიმენტული და ინტერვიუს მონაცემები ინტერპრეტირდა სინთეზურად. სტატიაში წარმოდგენილია 3 პიროვნული თვისების - აგრესია, ალტრუიზმი, მლიქვნელობა - ანალიზი; თვისებები და  მათი კომპონენტები ინტერპრეტირებულია კულტურულ-სპეციფიკურ კონტექსტში.

Full Text
Published version (Free)

Talk to us

Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have

Schedule a call