English Abstract: In the conditions of the pandemic, the timely settlement of business disputes, which is achieved with the help of mediation, became especially important. The aim of the study is to determine the importance of the institution of mediation in the context of the spread of the coronavirus and the overload of business dispute cases in the courts. The is- sue is interesting given the legislative changes in mediation. Research has shown that mediation has become particularly attractive to businesses during the spread of the coronavirus. This was due to the following features: Unlike litigation, mediation is faster, cheaper, calmer and more effective process focused on the interests of the parties. Mediation confidentiality is aimed at protecting confidential data and maintaining the ongoing relationship between the parties, as well as strengthening the parties’ trust in mediation. By European standards, Georgia has created a new reality. In 2020, a new law on mediation came into force, which has already been successfully used by several businesses and resolved ongoing disputes over the years. However, the use of remote mediation has become urgent in the face of the threat of the spread of the coronavirus. Procrastination in litigation during a pandemic can have major negative economic consequences for businesses. Therefore, in terms of prevention of negative effects and timely review of disputes, it is advisable to use a tool of mediation. Georgian Abstract: პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბიზნესდავების დროული განხილვა-გადაწყვეტა, რაც მიიღწევა მედიაციის დახმარებით. კვლევის მიზანია, დადგინდეს, როგორია მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობა კორონავირუსის გავრცელებისა და სასამართლოებში ბიზნესდავებზე საქმეების გადატვირთულობის პირობებში. საკითხი საინტერესოა მედიაციაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით. კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის გავრცელების დროს მედიაცია განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ბიზნესისთვის. ეს განაპირობა შემდეგმა თავისებურებებმა: სასამართლოში საქმის განხილვისგან განსხვავებით, მედიაცია არაა დროში გაწელილი, არის იაფი, მშვიდი და ეფექტიანი პროცესი, რომელიც მხარეთა ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული; ამასთან, მედიაციის კონფიდენციალობის მიზანია როგორც საიდუმლო მონაცემების დაცვა და მხარეთა შორის მიმდინარე ურთიერთობის შენარჩუნება, ისე მხარეთა ნდობის გამყარება მედიაციის მიმართ. ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოში შეიქმნა ახალი რეალობა. 2020 წლის დასაწყისიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი „მედიაციის შესახებ“, რომლითაც უკვე რამდენიმე ბიზნესსუბიექტმა წარმატებით ისარგებლა და წლების განმავლობში მიმდინარე დავები მოაგვარა. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების პირობებში აქტუალური გახდა დისტანციური მედიაციის გამოყენება. პანდემიის დროს სასამართლო პროცესების გაჭიანურებამ შეიძლება დიდი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები გამოიწვიოს ბიზნესსუბიექტებისთვის. ამიტომ უარყოფითი ეფექტების პრევენციისა და დავების დროული განხილვის თვალსაზრისით, მიზანშეწონილია მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენება.