Abstract
პაციენტის ინფორმირებული თანხმობის დაცვის იდეა არაა თანამედროვე ეპოქის პირმშო. ის ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იყო ცნობილი, მაგრამ სხვა დატვირთვა ჰქონდა _ ინფორმირებული თანხმობის კონცეფცია ეფუძნებოდა პაციენტის სოციალურ სტატუსს. დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი პატერნალისტური დამოკიდებულება პაციენტის ნებას უგულებელყოფდა და ექიმს ანიჭებდა აბსოლუტურ თავისუფლებას, თვითონ გადაეწყვიტა პაციენტის მიმართ სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებული საკითხები. ასეთ მიდგომას საფუძვლად ედო ის, რომ ყველაზე კარგად ექიმმა იცის, რა იქნება პაციენტისთვის კარგი. მეოცე საუკუნის დასაწყისში უპირატესობა მიენიჭება პაციენტის პირადი ავტონომიის პრინციპს, რომელიც ნელ-ნელა ფეხს იმკვიდრებს სასამართლო პრაქტიკაშიც. თანამედროვე რეალობამ ყურადღება მიაქცია პაციენტის თავისუფალ ნებას, რითაც წინა პლანზე წამოსწია ადამიანის პირადი ავტონომიისა და ღირსების პატივისცემის იდეა. ამ მიზნით ჩამოყალიბდა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის გაცემის უმნიშვნელოვანესი პოსტულატები (ნებაყოფლობითობა, გაცნობიერების შესაძლებლობა, პაციენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება და სხვ.), რომლებიც კუმულაციურად დაცვას მოითხოვს. საყურადღებოა მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი. კლინიკამ ბევრი უნდა იმუშავოს, რომ საკუთარი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებები დაძლიოს, რადგან ინფორმირებული თანხმობის დარღვევა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველიცაა. თუ მას ერთვის თან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, ეს დარღვევის მაკვალიფიცირებელ ფაქტორად განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობას ზრდის. უფლებების ეფექტიანი დაცვის სფეროში მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიდგომების უფრო მეტად გათვალისწინება. ამ მიზნით ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ინფორმირებული თანხმობის ფორმალურ ასპექტს, არამედ მისი შინაარსობრივი მხარის დაცვას.
Talk to us
Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have
Similar Papers
Disclaimer: All third-party content on this website/platform is and will remain the property of their respective owners and is provided on "as is" basis without any warranties, express or implied. Use of third-party content does not indicate any affiliation, sponsorship with or endorsement by them. Any references to third-party content is to identify the corresponding services and shall be considered fair use under The CopyrightLaw.