Abstract

საკონსტიტუციო იდენტობებთან დაკავშირებით ლიტერატურაში განსხავებული პოზიციები არსებობს. ნაშრომში წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი პროფესორების მოსაზრებები, რომელთაგან ზოგიერთი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სტატიის ძირითადი საკითხი ეხება საკონსტიტუციო იდენტობათა აღმოჩენის გზების გამოყოფას და კლასიფიკაციას. ავტორი მსჯელობს სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე და სტატიაში წარმოადგენს საკონსტიტუციო იდენტობათა აღმოჩენის 4 განსხვავებულ მოდელს. პირველი მოდელის მიხედვით, საკონსტიტუციო იდენტობის აღმოჩენა შეიძლება კონსტიტუციის მიღმა არსებულ დოკუმენტში - დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. ამ მოდელის პრაქტიკულ მაგალითის ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს. მეორე მოდელი გულისხმობს საკონსტიტუციო იდენტობის აღმოჩენას კონსტიტუციის შესავალ ნაწილში - პრეამბულაში. ამის მაგალითად განხილულია თურქეთი. მესამე მოდელით საკონსტიტუციო იდენტობის ამოკითხვა უშუალოდ კონსტიტუციის ტექსტში შეიძლება. ამ შემთხვევაში ორი ქვეტიპის გამოყოფა შეიძლება. ერთ შემთხვევაში, კონსტიტუციის ჩვეულებრივმა ნორმამ შეიძლება იტვირთოს იდენტობის ფუნქცია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ამას მუდმივი ნორმა აკეთებს. თითოეულ შემთხვევაზე მოყვანილია შესაბამისი სახელმწიფოს მაგალითი. საკონსტიტუციო იდენტობის აღმოჩენის მეოთხე მოდელი გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებების გზით იდენტობის ამოკითხვას. სტატიაში კრიტიკულად არის გააზრებული უცვლელი ნორმების მიერ საკონსტიტუციო იდენტობის გამოხატვა. კერძოდ, შესაბამისი არგუმენტების წარმოდგენით ავტორი მსჯელობს, რომ ყველა შემთხვევაში დაცული ნორმა ვერ იქნება იდენტობის გამომხატველი. ამიტომ, სტატიაში შემოთავაზებულია ერთგვარი ფორმულა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნათელი გახდება, თუ კონკრეტულად როდის შეიძლება იტვირთოს უცვლელმა ნორმამ საკონსტიტუციო იდენტობის ფუნქცია. ამ ფორმულის პრაქტიკული დანიშნულების ილუსტრირებისთვის სტატიაში განხილულია შესაბამისი მაგალითები.

Talk to us

Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have

Schedule a call

Disclaimer: All third-party content on this website/platform is and will remain the property of their respective owners and is provided on "as is" basis without any warranties, express or implied. Use of third-party content does not indicate any affiliation, sponsorship with or endorsement by them. Any references to third-party content is to identify the corresponding services and shall be considered fair use under The CopyrightLaw.