Abstract
ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ, თურქოლოგიის, განვითარების საქმეში ბევრი მკვლევარი და მეცნიერია ჩართული. მე, ამჯერად, მაქვს პატივი, ხაზი გავუსვა თურქეთის უახლესი ისტორიის, პოლიტიკისა და ცივილიზაციის მკვლევრის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - პროფესორ ემზარ მაკარაძის ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის საკითხებს. ემზარ მაკარაძე მრავალი ათეული წელია ეწევა პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურა როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების მხრიდან. მან თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობით და სანიმუშო პროფესიონალიზმით შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სამეცნიერო სფეროში. ამის დასტურია მის მიერ გამოქვეყნებული ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი, სტატია თუ მონოგრაფია, რომლებიც სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენაზე არსებულ შეუცვლელ სახელმძღვანელოებს წარმოადგენენ. მართალია, ბატონი ემზარის ძირითად სამოღვაწეო საქმიანობა ბათუმის უნივერსიტეტს უკავშირდება, თუმცა კვლევის სამეცნიერო არეალი საკმაოდ ფართოა. იგი მუდმივად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, სადაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კოლეგებს. იგი არის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტის ავტორი. მუდმივად ჩართულია სტაჟირებისა და ტრენინგების პროცესში.
Talk to us
Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have
Similar Papers
Disclaimer: All third-party content on this website/platform is and will remain the property of their respective owners and is provided on "as is" basis without any warranties, express or implied. Use of third-party content does not indicate any affiliation, sponsorship with or endorsement by them. Any references to third-party content is to identify the corresponding services and shall be considered fair use under The CopyrightLaw.