Abstract

სტატიის შესავალ ნაწილში ანტიკური ბერძნული წყარო­ე­ბისა (ჰეროდოტე, სტრაბონი, ქსენოფონტე) და შესაბამისი ქართ­ული სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემების საფუძველზე გან­ხილულია უძველესი სამიწათმოქმედო კულტურების –სელ­ისა და კანაფის მოყვანა ძველ კოლხეთში. ამ ცნობებით ირკვევა, რომ მაღალხარისხოვანი სელის ქსოვილების დამზადებით ძველი კოლ­ხეთი, რომელშიც აჭარაც შედიოდა, არ ჩამოუვარდებოდა ეგვიპტური სელის ქსოვილების დამზადებას და ამიტომაც გაჰ­ქონდათ იგი უცხოეთში, მათ შორის, ძველ ელადაში. აქვე გამო­თქმულია ვარაუდი, რომ სელისა და კანაფის მოყვანა კო­ლხეთში და მისგან მაღალხარისხოვანი ქსოვილების დამზადების ხალ­ხ­ური ტექნოლოგიური ცოდნა-ჩვევები კოლხეთში გაცილებით ად­რე უნდა სცოდნოდათ, ვიდრე მას ანტიკური პერიოდის ბე­რძენი ავტორები გაიცნობდნენ და საბერძნეთში შეტანას შეეც­დ­ებოდნენ. სტატიის ძირითად ნაწილში ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე დახასიათებულია სელისა და კანაფის კულტ­ურ­ების მოყვანა აჭარაში და მისი ბოჭკოსგან ნართისა და ქსოვი­ლ­ების დამზადების საკითხები. ამავე ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა, რომ აჭარაში სელი და კანაფი მეტნაკლები ინტენს­ივო­ბით მოჰყავდათ როგორც ბარის, ასევე მთიან აჭარაში, რაზეც ნათ­ლად მიუთითებს შესაბამისი ტოპონიმიკური სახელებიც ნასელვარისა და ნაკანაფევის სახელწოდებით. სელის ხართისგან, რომელსაც კედი ეწოდებოდა, მზად­დე­ბოდა ქსოვილები ტილოს სახელწოდებით, რომელსაც ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელად იყენებდნენ. კანაფის ნართისგან კი მზა­დ­დებოდა სხავადასხვა სახის თოკები და ოჯახური ყოფისათვის დამახასიათებელი ნივთები. ხოლო სელის თესლისგან, რომ­ელ­საც ქუმელი ეწოდებოდა, ხდიდნენ ზეთს. იგი იხმარებოდა როგ­ორც საჭმელად, ასევე გასანათებელ საშუალებად, რომელიც ნავთს ცვლიდა. სელისა და კანაფის თესლს სამკურნალო მიზნ­ითაც იყენებდნენ. სტატიაში მაჭახლის ხეობის მაგალითზე მოტანილი ეთნო­გრაფიული მასალებით ნათლად ჩანს ქალის განსაკუთრებული როლი სელისა და კანაფის ბოჭკოსგან ნართისა და სხვადასხვა ქსოვილების დამზადებაში. ამ მასალებით დღემდე ნაკლებად ცნობილი საკითხიც ირკვევა. გასათხოვარ ქალიშვილს დასარ­თ­ავად პირველად სელისა და კანაფის ძაფს აძლევდნენ. თუ იგი ამ საქმეს კარგად გაართმევდა თავს, შემდეგ საერთოდ რთვა-ქსოვის საქმე მას არ გაუჭირდებოდა. სარძლოს დანიშვნაშიც საფეიქრო საქმიანობის ამ მხარეს ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ენიჭე­ბოდა.

Talk to us

Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have

Schedule a call

Disclaimer: All third-party content on this website/platform is and will remain the property of their respective owners and is provided on "as is" basis without any warranties, express or implied. Use of third-party content does not indicate any affiliation, sponsorship with or endorsement by them. Any references to third-party content is to identify the corresponding services and shall be considered fair use under The CopyrightLaw.