Georgian Abstract: გლობალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეროვნულ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისადმი გამოძახილი. თანამედროვე ეტაპზე დღის წესრიგში დგება გლობალიზაციის პირობებში ფინანსური ბაზრებისა და სახელმწიფოთა ეკონომიკური სუვერენიტეტის თავსებადობის პრობლემა, რომელიც, თავის მხრივ, ორგანულადაა დაკავშირებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. ეს უკანასკენელი კი ქვეყნის ეროვნული უშიშროების ერთ-ერთი საკვანძო შემადგენელი ნაწილია. გლობალიზაციის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების დაბალანსების მიზნით, მიზანშეწონილია საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტებისა და მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების საქმიანობის ისეთნაირი ტრანსფორმაცია, რომ მათი ეკონომიკური ინტერესები შეეთანაწყოს სუვერენულ სახელმწიფოთა საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკას. მეორე მხრივ, სუვერენულმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც გლობალიზაციის შედეგად ემუქრებათ ეკონომიკური უსაფრთხოების შესუსტება, უნდა გაატარონ შემდეგი ეკონომიკური ღონისძიებები: მკაცრი საბაჟო პოლიტიკა, იმპორტის შემცვლელი საქონლისა და მომსახურების წარმოების ზრდა, უცხოური ინვესტიციების გამოყენება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უცხოური კრედიტების მიმართვა ეროვნული რეალური სექტორის განვითარებისთვის, მეცნიერებატევადი წარმოების ზრდა, საექსპორტო პროდუქციის წარმოების სტიმულირება, ეკონომიკის გახსნილობის რეგულირება, იმ საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობის ზრდა, რომლებიც კონკურენციას გაუწევს გლობალიზაციის მეთაური ქვეყნებიდან მათ იმპორტირებას. English Abstract: One of the issues related to globalization - the most important issue is the sovereignty of national states and resonance. The stage is on the agenda of globalization in financial markets and economic sovereignty of the interoperability problem, which, in turn, organically linked to the economic security of Independent States. This is one of the country's national security - a key component. In order to balance the positive and negative consequences of globalization, it is recommended by international financial - economic institutions and activities of large transnational companies Such a manner transformation of their economic interests According to sovereign state's domestic economic policies. On the other hand, sovereign states, with globalization in the face of economic security, mitigate, we must take the following economic activities: the strict customs policy, import substitute goods and service industry growth, foreign investment in the national interest of the foreign credits to the real sector development, production growth , stimulate the production of export products, the openness of the economy to regulate the volume of production of goods and services increase, which will compete with the global head of states from their importation.