ლამარა ქოქიაური
 ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
 საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
 ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მთავარი
 მეცნიერ-თანამშრომელი
 საქართველო, ბათუმი
 E-mail: lqoqiauri@yahoo.com
 http://orcid.org/0000-0002-8190-1016
 
 მოკლე აღწერა
 შრომაში შესწავლილია ინოვაციური ეკოსისტემის ძირითადი მიზანი, მისი როლი ეროვნული და რეგიონული ეკონომიკების ორგანიზაციების კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. აქვე განხილულია ინოვაციური ეკოსისტემის საკვანძო პარამეტრები და ლოკალური ინოვაციური ეკოსისტემების შექმნის საბაზო პირობები.
 სტატიაში წარმოდგენილია დღეისათვის მეტად აქტუალური პრობლემა _ ინოვაციების შექმნისა და კომერციალიზაციის პროცესი, კვლევებზე დახარჯული რესურსების განაწილების, ტექნოლოგიების განვითარებისა და კომერციალიზაციის თვალსაზრისით.
 ოცდამეერთე საუკუნეში ეკონომიკის მდგრადი ინოვაციური განვითარებისათვის პირობების შექმნა დაკავშირებულია ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებასთან. იგი ახასიათებს რეგიონის ან ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციური განვითარების თანამედროვე მოდელს და არის უფრო ადრინდელი კონცეფციის, კერძოდ, ეროვნული ინოვაციური სისტემის თეორიის აქტუალური ვერსია.
 ინოვაციური ეკოსისტემის ფუნქციონირების საფუძველია კაპიტალისა და ეკონომიკური რესურსების, სამეურნეო სუბიექტებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, რომელთა მიზანია _ ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარება. ეკონომიკური რესურსები მოცემულ შემთხვევაში თავის თავში მოიცავს როგორც მატერიალურ რესურსებს, ასევე ადამიანისეულ კაპიტალს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინოვაციური ეკოსისტემა თავისი არსით წარმოადგენს ორი განსხვავებული სისტემის ერთობლიობას _ ესენია: სამეცნიერო-კვლევითი და კომერციული. დღეისთვის აქტუალურია სამეცნიერო კვლევების და დამუშავებებზე გაწეული ინვესტიციების საერთო მოცულობაში კომერციული სექტორის წილის გადიდება.
 საკვანძო სიტყვები: ინოვაციური ეკოსისტემა, ბიოლოგიური ეკოსისტემა, ფუნდამენტური კვლევები, კომერციალიზაციის პროცესი, სახელმწიფო ინვესტიციები, ვენჩურული კაპიტალი, ინოვაციური ეკოსისტემის მოდელი.
Read full abstract