Abstract
ეკატერინე გულუა
 ეკონომიკის დოქტორი,
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
 სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
 საქართველო, თბილისი
 E-mail: ekaterine.gulua@tsu.ge
 http://orcid.org/0000-0001-9484-093X
 
 მოკლე აღწერა
 გლობალური პროცესებითა და ცვლილებებით გამოწვეული ტენდენციები ეკონომიკური სუბიექტების მენეჯმენტისთვის ახალ შესაძლებლობებთან ერთად, წარმოქმნილი გამოწვევების გათვალისწინების აუცილებლობას ქმნის. ნაშრომში განხილულია ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პარადიგმები, მიმდინარე გლობალური ტენდენციები და გამოწვევები. შესაძლოა, კოვიდ 19-ის გავრცელებით გამოწვეული გლობალური პანდემიის პირობებში მომავლის პროგნოზირება საკმაოდ რთულია, თუმცა ცხადია, ბევრი კომპანიისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა პროცესების გაციფრულებაზე გადის. არსებული ქაოსური გარემო ადამიანური რესურსების მენეჯერების მხრიდან მოითხოვს სწრაფ ადაპტირებას ახალ გამოწვევებთან, როგორიცაა: თანამშრომლებთან ონლაინ ურთიერთობები, პროცესების ონლაინ წარმართვა, კონტროლის ახალი მექანიზმები, თანამშრომელთა დათხოვნის, შენარჩუნების და შერჩევის საჭიროებებთან გამკლავება. ადამიანებში ვირტუალური ურთიერთობების საფუძველზე ისეთი ტალანტების დეკოდირება, როგორიცაა: ადაპტაციის უნარი, ლატერალური აზროვნება, სისხარტე. ეს არის დრო, როდესაც განსაკუთრებით ფასეული გახდა მცოდნე და ცვალებად გარემოსთან ადაპტირებადი ადამიანური რესურსები. როგორც არასდროს აქტუალურია ორგანიზაციის შედეგებში წვლილის პროპორციული სტიმულირების მექანიზმების ამოქმედება. ნაშრომში შესწავლილია საქართველოს მდგომარეობა გლობალური ინდიკატორე-ბის რაკურსით, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის პრიორიტეტები და ორიენტირები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორგანიზაციების კონკურენტუნარიან ოპერირებაში. ნაშრომი აგრეთვე ეფუძნება ავტორის ადრეულ კვლევებს.
 საკვანძო სიტყვები: ადამიანური რესურსების მენეჯემენტის (არმ) ტენდენციები, არმ-ის გამოწვევები; არმ-ის განვითარების ორიენტირები, არმ-ის სტრატეგიები გლობალურ, მიკრო და მაკრო დონეზე.
Talk to us
Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have
Disclaimer: All third-party content on this website/platform is and will remain the property of their respective owners and is provided on "as is" basis without any warranties, express or implied. Use of third-party content does not indicate any affiliation, sponsorship with or endorsement by them. Any references to third-party content is to identify the corresponding services and shall be considered fair use under The CopyrightLaw.