Abstract
ინდოეთში „პროგრესული მწერალთა ასოციაციის“ დაარსების შემდეგ, კომუნისტი მწერლები ცდილობდნენ გამოეყენებინათ სოციალისტური რეალიზმის იდეები თავიანთ ნაწერებში. სტატიაში მოკლედ არის განხილული სოციალისტური რეალიზმის რეცეფცია ბენგალის ლიტერატურაში. ყველაფერი კი დაიწყო ცნობილი დებატებით, საროჟ დატსა და სამარ სენს შორის თემაზე – იყო პროგრესული აუცილებლად ნიშნავს თუ არა რევოლუციონერობას? დუტი დაჟინებით მოითხოვდა, რომ პროგრესულმა მწერლებმა უნდა მიიღონ მკაფიო რევოლუციური და პროლეტარული პოზიცია, სენი კი თვლიდა, რომ ავტორი უნდა მიჰყვეს იმ რეალობას, რომელიც მისთვის ცნობილია და ფოკუსირება მოახდინოს არსებული საზოგადოებისა და კულტურის დეკადანსის გამოაშკარავებაზე. 1940-იანი წლების ბოლოს გაიმართა დებატები როჯერ გაროდის პოზიციის გარშემო. ის, ინდოეთის ბანგლას კომუნისტური პარტიის თეორიულ ჟურნალ „მარქსბადის“ სტატიების სერიასთან ერთად, დაჟინებით მოითხოვდა სოციალისტური რეალიზმის პრინციპების გამოყენებას. სინამდვილეში, ტექსტების უმეტე-სობა უფრო მეტად იყო ფოკუსირებული პარტიის მიერ „განათლებული“ საშუალო კლასის რევოლუციურ კადრებზე, ვიდრე პროლეტარულ გმირებ-ზე. პროლეტარიატის ხმის ძიებამ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან მაჰასვეტა დევი, დე-ბეშ როი და ნაბარუნ ბჰატაჩარია, ტიპური სოციალისტური რეალიზმისგან, ენისა და ენობრივი რეგისტრებისგან სრულიად განსხვავებულ ფორმებამდე მიიყვანა, რაც მკვეთრდ განირჩეოდა ბჰადრალოკის გასუფთავებული დისკურსისგან, რომელშიც მრავალი წინა ავტორი იყო ჩაფლული. შესაბამისად, დამტკიცებულია, რომ მნიშვნელოვანი სოციალისტური და რეალისტური მხატვრული ნაწარმოების დასაწერად, კლასობრივი ფორმაცია და კლასობრივი ბრძოლა ქვემოდან უნდა იქნას განხილული, ქვეყნის/რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
Talk to us
Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have
Disclaimer: All third-party content on this website/platform is and will remain the property of their respective owners and is provided on "as is" basis without any warranties, express or implied. Use of third-party content does not indicate any affiliation, sponsorship with or endorsement by them. Any references to third-party content is to identify the corresponding services and shall be considered fair use under The CopyrightLaw.