Abstract

მინდობით აღზრდის მიზანია ბავშვი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში და ჩამოყალიბდეს სრულფასოვან მოქალაქედ. უზრუნველყოს ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაცია, ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, თავიდან გვაცილებს მზრუნველობამოკლებული მოზარდის კრიმინალური სამყაროს გავლენის სფეროში მოქცევის საფრთხეს, მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს ასევე მინდობით აღზრდის ინსტიტუტის და სხვა მსგავსი ინსტიტუტების შესწავლით ხელი შეუწყოს აღნიშნულ სფეროში კანონმდებლობის სრულყოფას, მომავალში ასეთი ბავშვების ინტერესების დაცვას და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის სრულყოფას. ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: ,,შვილის გაზრდა, შვილის კაცად გამოყვანა უწმინდესი და უდიდესი ვალია მშობლებისა... გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ, სხვაგან და სხვაში უნდა დავიკლოთ და ყოველივე ნაწლავ-ნადაგი, ყოველივე ამაგი უფრო _ ერთი დრო ამას უნდა შევახმაროთ... ტანთ მოიკელ, ფეხთ მოიკელ, მშიერ-მწყურვალი იარე და ნუ ჩასდგები ჯერ შვილისა და მერე ქვეყნის ცოდვაში. აი, რა უნდა ეწეროს გულის ფიცარზე იმ წმინდა საქმეს, რომელსაც მამა-შვილობას ეძახიან”.5 ზევით ხსენებულიდან ნათლად არის ჩამოყალიბებული ის საკითხი თუ რა საერთო და რა განმასხვავებელი ნიშნები აქვს მინდობით აღზრდას სხვა მომიჯნავე ინსტიტუტებთან, კერძოდ, შვილად აყვანას, მეურვეობას და მზრუნველობას. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რათა ბავშვი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში და ჩამოყალიბდეს სრულფასოვან მოქალაქედ, მიიღოს განათლება და ჩადგეს თავისი სამშობლოს სამსახურში.

Full Text
Published version (Free)

Talk to us

Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have

Schedule a call